Belive

"შემიძლია დავრჩე, შევისვენო ან ნაკრები..." - პეპ გვარდიოლა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

2024 წელი პეპ გვარდიოლასთვის "მანჩესტერ სიტიში" ბოლო წელი იქნება. ესპანელ სპეციალისტს კონტრაქტის ამოწურვამდე 12 თვე დარჩა და ამის ფონზე, მისი ახალი სამსახურის შესახებ ჭორებიც გავრცელდა. ბრიტანულ მედიაში პეპს "სამი ლომის" მწვრთნელად აქტიურად განიხილავენ. აღსანიშნავია, რომ თავად გვარდიოლას ნაკრებში მუშაობის სურვილი არაერთხელ გამოუთქვამს.

ჟურნალისტებმა "სიტის" ესპანელ თავკაცს საკუთარი მომავლის შესახებ კიდევ ერთხელ ჰკითხეს.

უნდა გადავწყვიტო თუ რა მინდა ცხოვრებაში. შემიძლია დავრჩე, შევისვენო ან ნაკრები... თუმცა, ახლა აქ ვარ და ახალი სეზონის წინ ძალიან აღფრთოვანებული ვარ. - განაცხადა პეპ გვარდიოლამ

"მანჩესტერ სიტის" მომავალი შეხვედრა Community Shield-ის ფინალში ელის. "ქალაქელთა" მოწინააღმდეგე "მანჩესტერ იუნაიტედი" იქნება. აღნიშნული შეხვედრა 10 აგვისტოს 18:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები