Belive

ოფიციალურად | კილიან მბაპე 3 კვირას გამოტოვებს

21 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის სუპერვარსკვლავი - კილიან მბაპე, ტრავმის გამო 3 კვირას გამოტოვებს.

მბაპეს უკვე დიდი ხანია, რაც მარცხენა მუხლში დისკომფორტი აწუხებს, რის გამოც იგი პერიოდულად ისვენებდა ხოლმე და რაღაცა თამაშებს არ თამაშობს, თუმცა როდესაც თამაშობდა, შემდეგ ტრავმა უფრო უარესდებოდა, სწორედ ამიტომ, 'სამეფო კლუბმა' გადაწყვიტა, რომ მათმა სუპერვარსკვლავმა დაისვენოს და ტრავმა ბოლომდე მოიშუშოს.

უკვე დაზუსტებით ვიცით თამაშები, რომლებსაც ის აუცილებლად გამოტოვებს.

  • რეალი Vs. ხეტაფე

  • სელტა Vs. რეალი

  • რეალი Vs. სიტი

  • რეალი Vs. ელჩე

მადრიდის რეალი, მის დაბრუნებას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებითი მატჩისთვის ვარაუდობს.

შეგახსენებთ, რომ ფრანგ სუპერვარსკვლავს მიმდინარე სეზონში 33 მატჩში 38 გოლი აქვს გატანილი, რასაც 6 საგოლე გადაცემაც დაუმატა.

'სამეფო კლუბისთვის' სიტის წინააღმდეგ მბაპეს არ ყოფნა შეიძლება უდიდეს პრობლემას წარმოადგენდეს.

სხვა სტატიები