Belive

შეიძლება თუ არა, რომ ხავი ბარსელონაში დაბრუნდეს? - სპეციალისტის პასუხი

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ბარსელონას'' მთავარ მწვრთნელს, ხავის, ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა, მისი კატალონიურ გუნდში დაბრუნება, კლუბიდან წასვლის შემდეგ:

,,დაბრუნებას არ გამოვრიცხავ! ბარსელონასთან ერთად მანამ ვიქნები, სანამ ეს აუცილებელი იქნება, მაგრამ, ახლა ვფიქრობ, რომ მათ არ ვჭირდები... უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი მაქვს.'' - ხავი

,,ვილიარეალთან'' წაგებული მატჩის შემდეგ, ხავიმ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს ,,ბარსელონას'' დატოვებს.

44 წლის სპეციალისტმა კატალონიური გუნდი 2021 წლის ნოემბერში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით ,,ბლაუგრანამ'' ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.

სხვა სტატიები