Belive

ტიერი ანრი: "ერთადერთი ადამიანი, ვისაც ფეხბურთი ხავიზე უკეთ ესმის, გვარდიოლაა"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარული ფრანგი თავდამსხმელი, ტიერი ანრი, რომელიც ამჟამად საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნის და Sky Sports-ში ექსპერტად მუშაობს, "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს ხავის მხარს უჭერს.

"გაკვირვებული ვარ იმ საქმით, რომელიც შენ "ბარსაში" გააკეთე. არ მაინტერესებს, ხალხი რას იტყვის. შენ ლა ლიგის მოგება მოახერხე და ამით შეგიძლია იამაყო. მე კარგად გიცნობ.

მე ძალიან ვამაყობ, რომ შენთან ერთად მოედანს ვიზიარებდი. "ბარსაში" ბევრი რამ მასწავლე. ყოველთვის მემახსოვრება ის დღე, როცა გამაჩუმე და მითხარი: "როცა "ბარსელონასთან" ერთად რაღაცას მოიგებ, შემდეგ ილაპარაკებ და მიხვდები, რას ნიშნავს ეს გუნდი". ამიტომ მადლობა ამისთვის.
შენი ტვინი ჩემთვის სრულიად სხვა დონეზეა. ვფიქრობ, პეპი ერთადერთი ადამიანია, ვისაც ვიცნობ, რომელიც შენზე მაღალია იმ თვალსაზრისით, თუ როგორ აღიქვამ ფეხბურთს.

ასე რომ, იმედი მაქვს, მალე დაბრუნდებით და ისევ საქმეში გნახავთ. ვიცი, რომ სეზონის მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ წინ არის და იმედი მაქვს, ყველაფერი გამოგივათ", - მიმართა ტიერი ანრიმ ხავის.

"ბარსელონა" ლა ლიგაში გამართული 25 მატჩის შემდეგ დაგროვებული 54 ქულით მესამე პოზიციას იკავებს და შემდეგ მატჩში "ხეტაფეს" 24 თებერვალს შეხვდება. რაც შეეხება უეფას ჩემპიონთა ლიგას, აქ კატალონიელების მეტოქე ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლია", რომელთანაც პირველი მატჩი სტუმრად, ფრედ - 1:1 დასრულდა, საპასუხო შეხვედრა კი 13 მარტს გაიმართება და თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები