ბარსელონა VS რეალ მადრიდი | გუნდების სავარაუდო შემადგენლობები
დღეს 23:00 საათზე, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში ესპანეთის სუპერთასის ფინალი გაიმართება. ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს ბარსელონა და რეალ მადრიდი დაუპირისპირდებიან.
შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე სავარაუდო შემადგენლობები გამოქვეყნდა:
ბარსელონა:
ჟოან გარსია, პაუ კუბარსი, ერიკ გარსია, ჟიულ კუნდე, ალეხანდრო ბალდე, ფრენკი დე იონგი, პედრი, ლამინე იამალი, ფერმინ ლოპესი, რაფინია, ფერან ტორესი
რეალ მადრიდი:
ტიბო კურტუა, რაულ ასენსიო, ანტონიო რუდიგერი, ალვარო კარერასი, ფედე ვალვერდე, აურელინ ჩუამენი, ედუარდო კამავინგა, ჯუდ ბელინგემი, როდრიგო, ვინისიუს ჟუნიორი, კილიან მბაპე
Once the whistle blows, rivalry takes over. pic.twitter.com/GwHTzzbksE
— FC Barcelona (@FCBarcelona) January 10, 2026
შეგახსენებთ, რომ ბარსელონა ესპანეთის სუპერთასის მოქმედი გამარჯვებულია. კატალონიურ კლუბს აღნიშნული ტიტული 15-ჯერ აქვს მოგებული, რეალ მადრიდს კი 13-ჯერ.