Belive

შეძლებს თუ არა ნაპოლი სერია A-ს მოგებას? - ფაბიო კანავაროს პასუხი

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ფაბიო კანავარომ, სერია A-ს მიმდინარე სეზონში ,,ნაპოლის'' შესაძლო ჩემპიონობაზე ისაუბრა:

,,ნაპოლის ჩემპიონობა? დრო გვიჩვენებს. მათ ნამდვილად ძლიერი გუნდი ჰყავთ. მართალია, გასულ სეზონში ინტერთან ჩამორჩენა ძალიან დიდი იყო, მაგრამ კლუბს მნიშვნელოვანი ღირებულებები მაინც გააჩნდა. გარდა ამისა, ფული დახარჯეს მაღალი დონის ფეხბურთელებსა და მწვრთნელზე. რა თქმა უნდა, ნაპოლის ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ჩემპიონობისთვის იბრძოლოს.

იუვენტუსმაც ბევრი დახარჯა და მათ მწვრთნელს საინტერესო იდეები აქვს, მაგრამ ყველაზე დიდი უპირატესობა მაინც ინტერის მხარესაა. მხიარული ჩემპიონატი გველის, ჯერ მხოლოდ სეზონის დასაწყისია.'' - ფაბიო კანავარო

სერია A-ს 7 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი'' 16 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მეორეადგილოსან ,,ინტერს'' 2 ქულით უსწრებს.

ანტონიო კონტეს გუნდი მომავალ მატჩს 20 ოქტომბერს, ,,ემპოლისთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები