Belive

მაკტომინეი, როგორც ჯოკერი - ნაპოლი ჩემპიონობის გზაზეა

1 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

სერია A-ს უკანასკნელ ტურში "ნაპოლიმ" ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. 34-ე ტური ანტონიო კონტეს გუნდისთვის იდეალურად გათამაშდა. ჩემპიონობისთვის მებრძოლმა "ინტერმა" საკუთარი შეხვედრა "რომასთან" ჯუზეპე მეაცაზე წააგო (0:1), ხოლო ნაპოლიმ შინ "ტორინო" დაამარცხა (2:0).

სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა, რადგან 2 ტურის წინ 3 ქულას ინტერი იგებდა, ახლა კი თავად ნაპოლია ამდენივე ქულით წინ და ყველაფერი მის ხელშია. ის, რომ ნაპოლის ჩემპიონობის ყველაზე დიდი შანსი აქვს, სკოტ მაკტომინეის დამსახურებაა. ბოლო 3 შეხვედრაში შოტლანდიელმა 5 გოლის გატანა შეძლო, სეზონში კი 11 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ნაპოლიმ ტორინოსთან სწორედ მისი დუბლით მოიგო.

ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი და ნაპოლის ერთი ფრის უფლებაც აქვს, თანაც იმ ფონზე, რომ კალენდარი არც ისე რთულია: "ლეჩე", "ჯენოა", "პარმა" და "კალიარი". თუ ისე მოხდა, რომ ნაპოლიმ და ინტერმა ჩემპიონატი თანაბარი ქულებით დაასრულეს, დამატებით, 'ოქროს თამაში' ჩაინიშნება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ინტერს უფრო რთული კალენდარი აქვს და ამას ჩემპიონთა ლიგაც ემატება, სადაც სიმონე ინძაგის გუნდს დიდი ძალისხმევის გაღება მოუწევს, ნაპოლი კი ჩემპიონატზე ფიქრის გარდა, ყველაფრისგან თავისუფალია.

სხვა სტატიები