Belive

შეძლებს თუ არა მბაპე ამ სეზონში 50 გოლის გატანას? კილიანის პასუხი

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კილიან მბაპეს, რომელმაც თავი ,,რეალის'' მაისურით ჩატარებულ სადებიუტო მატჩშივე გამოიჩინა, ჰკითხეს, შეძლებს თუ არა ამ სეზონში 50 გოლის გატანას:

,,მე რეალში ვთამაშობ და ლიმიტები არ მაქვს! თუ 50 გოლის გატანის საშუალება მექნება, გავიტან! თუმცა, მთავარია გავიმარჯვოთ და გუნდმა მთლიანად მოვუმატოთ, რადგან მოგებას გუნდურად ვაპირებთ.

რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, რომ ასეთ მნიშვნელოვან მატჩში გოლი გავიტანე, მაგრამ სიამოვნების მიღება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. გულშემატკივრების წინაშე ამ მაისურით თამაშს დიდი ხანი ველოდი. თავს პრივილეგირებულ ფეხბურთელად ვგრძნობ. შესანიშნავი გუნდი გვყავს, ეს მადრიდის რეალია!'' - კილიან მბაპე

ევროპის სუპერთასის შეხვედრაში ,,რეალმა'' ,,ატალანტა'' 2:0 დაამარცხა და ტიტული ისტორიაში მეექვსედ მოიგო.

მატჩში კილიან მბაპეს მადრიდული დებიუტი შედგა, 25 წლის ფეხბურთელმა თავი გოლით გამოიჩინა.

სხვა სტატიები