Belive

ანჩელოტი: "მბაპემ საქმე ბევრად უფრო გამირთულა - ვინისიუსი არსად არ მიდის"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ატალანტასთან'' მატჩის წინ, ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ყურადღება კილიან მბაპესა და ვინისიუს ჟუნიორზე გაამახვილა.


"პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ იდეალური შანსია, სეზონი დადებით ნოტაზე, ტიტულით დავიწყოთ და რა თქმა უნდა, ამ შანსის გამოყენებაზე ვფიქრობთ.

სამწუხაროდ, დიდი დრო არ გვქონდა მოსამზადებლად, თუმცა ბიჭები კარგად არიან შეთამაშებულები ერთმანეთთან.

კლუბში მბაპე მოვიდა, რომელმაც ცხოვრება გამირთულა, რადგან ყველა ძალიან ძლიერი მოთამაშე მყავს და ამ ყველაფერს მბაპე დაემატა. ის ძალიან კარგად მოერგო გუნდს, ვარჯიშებზეა ორიენტირებული და ძალიან მონდომებულია. რამდენ ფეხბურთელთან მიმუშავია, მაგრამ მან წარმოუდგენელი ხარისხი მაჩვენა.

რაც შეეხება ვინისიუსის შესახებ გავრცელებულ სატრანსფერო ჭორებს, აქ არაფერია განსაკუთრებული. ეს ყველაფერი მხოლოდ სპეკულაციაა და სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება. მას სურს აქ ყოფნა, ის კონცენტრირებულია და სურს გუნდისთვის ყველაფერი გააკეთოს. ის მშვენიერი ფეხბურთელია, მას სურს დაეხმაროს გუნდს და იყოს მწვერვალზე, ისევე როგორც ბოლო წლებში." - კარლო ანჩელოტი

ევროპის სუპერთასის შეხვედრაში ერთმანეთს ,,რეალი'' და ,,ატალანტა'' ხვდებიან. მატჩი დღეს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაიმართება და 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები