შალკესა და ლევერკუზენის მატჩის დროს ტრიბუნაზე გულშემატკივარი გარდაიცვალა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,შალკესა'' და ,,ლევერკუზენს'' შორის ბუნდესლიგის 26-ე ტურის შეხვედრის დროს, ტრიბუნაზე გულშემატკივარი გარდაიცვალა. ინფორმაცია გელზენკირხენულმა გუნდმა დაადასტურა:
,,ასეთ დროს ფეხბურთი მეორე პლანზე გადადის. სამხრეთ ტრიბუნაზე მაყურებელი ცუდად გახდა, სამწუხაროდ, ექიმების ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
მის ოჯახს გულწრფელ თანადგომას ვუცხადებთ,'' - წერია გუნდის განცხადებაში.
გერმანიის ბუნდესლიგის 26-ე ტურში ,,შალკემ'' ,,ლევერკუზენს'' უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.
ტომას რაისის გუნდს 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა, მე-17 პოზიციაზეა.