ლივერპული და ბაიერნი ხაბი ალონსოსთვის იბრძვიან
"ლივერპულსა" და "ბაიერნში" განვითარებული მოვლენების შემდეგ, ევროპული სპორტული ტაბლოიდების სპეკულაციის მთავარ თემას, ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობის დადგენა წარმოადგენს.
იურგენ კლოპმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ეპოქალური კარიერის შემდეგ, მიმდინარე სეზონის ბოლოს "ლივერპულს" დატოვებს - "ბაიერნმა" კი ტომას ტუხელთან დამშვიდობება დაადასტურა. სხვადასხვა ავტორიტეტული წყაროს მტკიცებით, ინგლისური და გერმანული ფეხბურთის ფლაგმანები ხაბი ალონსოს უკვე დაუკავშირდნენ და მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზეს.
ფლორიან პლატენბერგი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ ალონსო "ლევერკუზენს" ზაფხულში დატოვებს, მთავარი ბრძოლა "ლივერპულსა" და "ბაიერნს" შორის გაჩაღდება, სადაც მერსისაიდელები ფავორიტის სტატუსით სარგებლობენ.
🚨🔴 News #Alonso: Liverpool have also already contacted the management of Xabi #Alonso! Just like Bayern!
— Florian Plettenberg (@Plettigoal) February 22, 2024
➡️ If Alonso leaves Leverkusen in the summer, it's currently a race between Liverpool and Bayern ✔️ #LFC
➡️ At Bayern, they know it will be very difficult to get Alonso.… pic.twitter.com/lzZQpk1XMX