Belive

კიდევ ერთი ქართველი ესპანეთში - გოჩოლეიშვილის ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და შახტარის ფლანგის მცველი, გიორგი გოჩოლეიშვილი ესპანეთში გადასვლის ზღვარზეა.

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლა ლიგა 2-ის ბინადარი კადისი ქართველი მცველის ტრანსფერით აქტიურად ინტერესდება. Radio Cadiz-ის ინფორმაციით, გოჩოლეიშვილი ანდალუსიური კლუბის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.

კლუბის შეცვლის წინააღმდეგი არც ქართველი მცველია, რომელმაც გასული 2 სეზონი იჯარით კოპენჰაგენსა და ჰამბურგში გაატარა. დანიურმა და გერმანულმა კლუბებმა გოჩოლეიშვილი არ გამოისყიდეს, შახტარის ახალი მთავარი მწვრთნელი არდა თურანი კი ქართველის როლს მის პროექტში ვერ ხედავს.

შეგახსენებთ, რომ კადისის ღირსებას იური ტაბატაძე იცავს, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია და გუნდს ვერ ეხმარება.