შახტარმა კლუბიდან ნიდერლანდელი მთავარი მწვრთნელი გაუშვა
უკრაინულმა გრანდმა, დონეცკის "შახტარმა", კლუბიდან ნიდერლანდელი მთავარი მწვრთნელი - პატრიკ ვან ლეუვენი დაითხოვა.
ამის შესახებ კლუბმა სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
Shakhtar and Patrick van Leeuwen terminate cooperation.
— FC SHAKHTAR ENGLISH (@FCShakhtar_eng) October 16, 2023
Find out more: https://t.co/fYQzfeCff2.#Shakhtar would like to thank Patrick van Leeuwen and his assistants for their professionalism and wish them success and victories in the future! pic.twitter.com/puqgTNLxsf
ნიდერლანდელმა მწვრთნელმა კლუბი მთელი სამწვრთნელო შტაბით დატოვა. შეგახსენებთ, რომ პატრიკ ვან ლეუვენი "შახტარს" 2023 წლის ივლისიდან ხელმძღვანელობდა. ამ ხნის განმავლობაში გუნდმა 12 თამაში ჩაატარა, მათ შორის 2 ჩემპიონთა ლიგაზე და მეორე ტურში "ანტერპენი" დაამარცხა.
"ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კლუბი ჩვენმა მწვრთნელმა - პატრიკ ვან ლეუვენმა დატოვა.
შახტარი მადლობას უხდის პატრიკ ვან ლეუვენს და მის თანაშემწეებს პროფესიონალიზმისთვის და მომავალში, წარმატებასა და გამარჯვებას ვუსურვებთ. - ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში
უკრაინული გრანდის დროებით მწვრთნელად კი, ამავე კლუბის ლეგენდა - დარიო სრნა დაინიშნა.