სტეფანო პიოლი ალ იტიჰადის მთავარი მწვრთნელია
"მილანის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი საუდის არაბეთის გზას გაუდგა. იტალიელი სპეციალისტი "ალ იტიჰადს" ჩაიბარებს.
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პიოლიმ სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამავე წყაროზე დაყრდნობით, არაბული კლუბი ახალი პროექტის შექმნას აპირებს და პიოლი მას არაჩვეულებრივად მოერგება.
სხვადასხვა სპორტული გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 58 წლის სპეციალისტი წელიწადში €18 მილიონს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ პიოლის ხელმძღვანელობით "მილანი" 2021/2022 წლის სეზონში იტალიის ჩემპიონი გახდა.
🚨 EXCL: Stefano Pioli signs three year deal as new Al Ittihad manager! 🟡⚫️🇸🇦
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 3, 2024
Saudi’s back and Al Ittihad ready for new ambitious era with former Serie A winner manager at AC Milan.
Ittihad believe Pioli is perfect choice for new project.
Here we go. 🇮🇹🤝🏻 pic.twitter.com/CCnzyrH412