სეზონი დასრულებულია | ფერან ტორესს ოპერაცია ჩაუტარდა
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" 25 წლის შემტევამ - ფერან ტორესმა, აპენდიციტის (ბრმა ნაწლავის გარსის ანთება) სასწრაფო ოპერაცია ჩაიტარა, რის გამოც იგი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
პირველი ფოტო ოპერაციის შემდეგ
"ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა, სამწუხაროდ სეზონი დასრულებულია, თუმცა მადლობა ღმერთს, რომ კარგად ვარ და ერთი სული მაქვს მოედანს როდის დავუბრუნდები." - ფერან ტორესი
შეგახსენებთ, რომ 25 წლის ესპანელს მიმდინარე სეზონში ბრწყინვალე სტატისტიკა ჰქონდა - მის ანგარიშზე 45 მატჩი, 19 გოლი და 7 ასისტია.
ასე და ამგვარად, ტრავმის გამო ფერანი - ესპანიოლის, ვილიარეალისა და ბილბაოსთან დარჩენილ 3 გასამართ მატჩს გამოტოვებს.