"გერმანული მანქანა აწვებოდა და შანსებსაც ქმნიდა, მაგრამ..." - ზლატან იბრაჰიმოვიჩი
2 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ზლატან იბრაჰიმოვიჩი გერმანიის მუნდიალიდან გამოთიშვას ეხმაურება. ლეგენდარული შვედის თქმით, ნაგელსმანის გუნდს შანსები ძირითად დროში უნდა გამოეყენებინა, რადგან პენალტების სერიაში გამარჯვების შანსი ყველას თანაბრად აქვს.
აქ მეორე შანსი არ გაქვს, როგორც ჯგუფურ ეტაპზე. როცა შანსებს ქმნი უნდა გამოიყენო და როდესაც საქმე პენალტებამდე მიდის ყველაფერი 50/50-ზეა. თერთმეტმეტრიანების სერიაში ფავორიტი არ არსებობს.
პარაგვაი კარგი დაცვითი გუნდია. თავიანთ საჯარიმოში სივრცეებს კარგად ზღუდავენ. გერმანული მანქანა აწვებოდა და შანსებსაც ქმნიდა... პენალტები ლატარიაა. - ამბობს ზლატან იბრაჰიმოვიჩი
Zlatan gives his thoughts about four-time champions Germany exiting in the Round of 32 🇩🇪@Ibra_official pic.twitter.com/PqlugV1BAz
— FOX Sports (@FOXSports) June 30, 2026
გერმანიისა და პარაგვაის შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. გოლი ვერც დამატებით დროში გავიდა და საბოლოოდ საქმე პენალტებამდე მივიდა.