Belive

სევილიას მწვრთნელი: "რამდენად ცუდად ექცევა ბარსელონა ლეგენდებს, დღესაც ნათლად გამოჩნდა"

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"სევილიას" 59 წლის ესპანელმა მწვრთნელმა - კიკე სანჩეს ფლორესმა, ლა ლიგის ბოლო ტურის წინ პრესკონფერენცია ჩაატარა და სხვადასხვა თემებზე ისაბურა.

სანჩესმა პრესკონფერენციაზე 2 წუთიანი სიტყვით გამოსვლა ითხოვა, სადაც "ბარსელონასა" და ხავი ერნანდესის ამბებს შეეხო. მან აღნიშნა, რომ კატალონიური გუნდი ლეგენდებს საშინლად ექცევა და ამ ყველაფრის დაჯერება მას ძალიან უჭირს.

"შეიძლება მე არაფერ შუაში ვარ, ამ პრესკონფერენციასთან არაფერ შუაშია ეს ყველაფერი, თუმცა მინდა ჩემი სათქმელი ვთქვა და თემას გადავუხვიო.

შეიძლება არ უნდა ვამბობდე, მაგრამ გულზე მხვდება ის ფაქტი, რომ "ბარსელონა" ლეგენდებს ასე ცუდად ექცევა. ეს ყველაფერი უკვე დიდი ხანია გრძელდება, თუმცა დღეს ეს არგუმენტი უფრო გამიმყარდა.

ის, რაც მათ ხავის გაუკეთეს, სრული არ დაფასება და ადამიანის განადგურებაა. ხავიმდე კი იყვნენ კუმანი და მესი.

ვისურვებდი, რომ კლუბები კარგად მოექცნენ თავიანთ ლეგენდებს, თანაც ფანტასტიკურად კარგად, რადგან ეს კლუბები რომ დღევანდელ დღემდე არიან მოსულები, სწორედ ამ ლეგენდების დამსახურებაა..." - კიკე სანჩეს ფლორესი

შეგახსენებთ, რომ კიკე სანჩეს ფლორესმა ანდალუსიური კლუბი 2023 წლის ბოლოს, 18 დეკემბერს ჩაიბარა. მას შემდეგ მან "სევილიაში" 25 მატჩი ჩაატარა, სადაც 11-ჯერ გაიმარჯვა, 4-ჯერ ფრედ ითამაშა, ხოლო 10-ჯერ დამარცხდა.

სხვა სტატიები