ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო | ბათუმი ურთულესი მეტოქით იწყებს
შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბბინაში, 2024/25 წლების ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც მოქმედი ჩემპიონის - ბათუმის "დინამოს" ბედი გაირკვა.
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, დინამო ბათუმმა, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტოქის ვინაობა შეიტყო. უკრაინელი - ანატოლი დემჩენკოს გაწვრთნილი გუნდი, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საკმაოდ ძლიერ ბულგარულ კლუბს - "ლუდოგორეცს" დაუპირისპირდება.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბათუმის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე განუთესავი იყო, შესაბამისად, ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან იწყებს.
"ლუდოგორეცი" ზედიზედ მე-12 წელია ბულგარეთის ჩემპიონი ხდება, ბოლო წლების განმავლობაში კი სტაბილურად ასპარეზობს ევროტურნირებზე. ბოლო სეზონში მათ კონფერენს ლიგის 1/16-ფინალი ითამაშეს.
პირველი მატჩი 9/10 ივლისს, ხოლო განმეორებითი მატჩები 16/17 ივლისს გაიმართება.