სევილიას ახალი მთავარი მწვრთნელი კიკე სანჩეს ფლორესი იქნება
ოფიციალურად დადასტურდა, რომ სევილიას ახალი მთავარი მწვრთნელი კიკე სანჩეს ფლორესი იქნება. უკანასკნელი წლის განმავლობაში, ფლორესი მესამე მწვრთნელია, რომელიც ანდალუსიურ კლუბს გაწვრთნის. 2023 წლის 21 მარტიდან გუნდს ხოსე ლუის მენდილიბარი ხელმძღვანელობდა, ოქტომბერში გუნდი დიეგო ალონსომ ჩაიბარა, ურუგვაელმა მხოლოდ 2 თვე იმუშავა, ახლა კი სევილია კიკე სანჩეს ფლორესთან გააფორმებს კონტრაქტს, რომელიც 2025 წლამდეა გათვლილი.
სანჩეს ფლორესის სამწვრთნელო კარიერა 2001 წლიდან იწყება, მას 2004 წლამდე მადრიდის რეალის ახალგაზრდული გუნდი ებარა. 20 წელზე მეტი კარიერის განმავლობაში ესპანელს საუდის არაბეთშიც უმუშავია და ჩინეთშიც. ბოლოს ის ესპანურ ხეტაფეს წვრთნიდა. კარიერის ყველაზე წარმატებული მომენტები ფლორესს ვალენსიასა და ბენფიკაში ჰქონდა, სადაც მისმა გუნდებმა შეხვედრების 50%-ზე მეტი მოიგეს.
🚨🔴⚪️ Official, confirmed. Quique Sánchez Flores has been appointed as new Sevilla manager.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) December 18, 2023
After Mendilibar and Diego Alonso, now time for Quique. pic.twitter.com/ALy9pCnzsx