"მოკეტე და ხალხს პატივი ეცი" - რამოსი სევილიას ფანს დაუპირისპირდა
11 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, "სევილია" კატასტროფულად ასპარეზობს. 2024 წლის პირველ მატჩში, ანდალუსიელებმა "ბილბაოს" უმასპინძლეს და 0:2 დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ 19 ტურის შემდეგ, "სევილია" 16 ქულით მე-16 პოზიციაზე იმყოფება და გასავარდნ ზონაში მყოფ "კადისს" მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.
მატჩის დასრულების შემდეგ, სერხიო რამოსი ჟურნალისტს ესაუბრებოდა, როდესაც ტრიბუნიდან ერთ-ერთმა ფანმა უკმაყოფილება გამოთქვა. სწორედ ამ დროს დაიწყო რამოსისა და გულშემატკივრის კამათი. ვეტერანმა ესპანელმა მცველმა "სევილიას" ფანს მიმართა, რომ გაჩუმებულიყო და ხალხისთვის პატივი ეცა.
🚨🗣️ Sergio Ramos lashes out at a fan in stands after 2-0 loss to Athletic Club… "Respect and shut up! Go!" pic.twitter.com/NwZUBFnOG0
— EuroFoot (@eurofootcom) January 4, 2024