Belive

მონტერეიდან წამოსვლის შემდეგ სერხიო რამოსის დაბრუნებას მადრიდის რეალი გეგმავს

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანური გამოცემა Defensa Central-ის ცნობით, ლეგენდარული ესპანელი ცენტრალური მცველი, სერხიო რამოსი შესაძლოა მადრიდის რეალში დაბრუნდეს.

წყაროს ცნობით, 39 წლის ესპანელი ფეხბურთელის ლოს ბლანკოსში დაბრუნება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის განიხილება. რამოსის კონტრაქტი მექსიკურ მონტერეისთან იწურება და 2026 წლიდან თავისუფალი აგენტი ხდება.

ამავდროულად, მადრიდულ კლუბს გამოცდილი ცენტრალური მცველი სჭირდება, რაც რამოსს დაცვის ხაზის გასაძლიერებლად პერსპექტიულ კანდიდატად აქცევს.

სევილიას აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი, რომელსაც საკლუბო და სანაკარებო დონეზე ყველა შესაძლო დიდი ტიტული არაერთხელ აქვს მოგებული, თეთრების შემადგენლობაში 16 წლის განმავლობაში თამაშობდა. ლოს ბლანკოსში სერხიო რამოსმა 2005-დან 2021 წლამდე ითამაშა, 671 მატჩში 101 გოლის გატანა და 40 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. სხვა უამრავ ტიტულთან ერთად, ესპანეთის ნაკრების, სევილიას და პსჟ-ს ვეტერანმა მცველმა რეალში 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა და 5-ჯერ ლა ლიგა მოიგო.

სხვა სტატიები