Belive

რეალმა შეთანხმებას მიაღწია: ნიკო პასი მშობლიურ გუნდში ბრუნდება

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის რეალმა შემდეგი სეზონისთვის საწყისი ტრანსფერი უკვე შეათანხმა.

El Chiringuito-ს ინფორმაციით, რომელიც მადრიდულ გრანდთან დაახლოებული მედია საშუალებაა, "სამეფო გუნდმა" ნიკო პასის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.

ცნობილი ხდება, რომ არგენტინელი ტალანტი კომოდან 9 მილიონი ევროს გამოსასყიდი თანხის გადახდის შემდეგ, მადრიდის რეალში 1 ივლისს დაბრუნდება.

21 წლის ფეხბურთელი მადრიდის რეალის აკადემიის აღზრდილია და კომომ 2024 წლის ზაფხულში 6 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა. ამ სეზონში არგენტინელს სესკ ფაბრეგასის გაწვრნთილ გუნდში 34 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი და 6 საგოლე პასი გაკეთებული. უდიდესი ალბათობით, ლიონელ სკალონი მას მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების განაცხადში შეიყვანს.

სხვა სტატიები