Belive

"სესკ ფაბრეგასს ბინის ქირის დავალიანება აქვს და შესაძლოა ის ბინიდან გამოასახლონ" - BILD

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელსა და ახლა უკვე "კომოს" მწვრთნელ, სესკ ფაბრეგასს არამხოლოდ სპორტული პრობლემები აქვს (მე-18 ადგილი სერია A-ში), არამედ პირადულიც. უფრო კონკრეტულად კი სესკს ბინის ქირა აქვს გადასახდელი, სადაც ის თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს, ამის შესახებ იტალიურ მედიაზე დაყრდნობით სპორტული გამოცემა BILD წერს.

ბინის მეპატრონემ განვითარებულ მოვლენებზე განაცხადა, რომ:

ჩვენ ვცადეთ ფაბრეგასის ადვოკატთან დაკავშირება, მაგრამ უშედეგოდ - ბინის მეპატრონე

მოვლენების ამგვარი განვითარება ბინის მეპატრონეს არ მოსწონს, ამიტომ მან საქმის სასამართლოში გადატანა გადაწყვიტა. როგორც იტალიური მედია იუწყება, "კომოს" მწვრთნელს პრესტიჟული ბინა, შვეიცარიის რეგიონში, ბისონეში აქვს ნაქირავები, კომოდან დაახლოებით 25 კილომეტრში.

სასამართლოში პირველი მოსმენა მომავალ კვირას არის ჩანიშნული. ამავე წყაროს ცნობით, 37 წლის მწვრთნელის დავალიანება 36 000 ევროს შეადგენს, რაც მოიცავს როგორც გადაუხდელ ქირას, ასევე ხარჯებს. ესპანეთის ნაკრების ყოფილ ვარსკვლავს ვადა ერთ კვირაში ეწურება, შემდეგ მოსამართლემ სიტუაცია უნდა შეაფასოს. თუ ფაბრეგასი სასამართლო პროცესს წააგებს, არის იმის რისკი, რომ პოლიციამ სესკი ბინიდან გამოასახლოს.

სხვა სტატიები