Belive

კომომ ნაპოლი გააგდო და იტალიის თასის ნახევარფინალში გავიდა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

კომო იტალიის თასის ნახევარფინალში 40 წლის შემდეგ პირველად გავიდა. სესკ ფაბრეგასის გუნდმა, ანტონიო კონტეს ნაპოლი "დიეგო არმანდო მარადონაზე" დაამარცხა და კლუბისთვის კიდევ ერთი ისტორიული თარიღი მონიშნა.

მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი კომომ 7:8 გაიმარჯვა - თერთმეტმეტრიანები (ნაპოლიდან) ლუკაკუმ და ლობოტკამ გააფუჭეს. ნაპოლის, ტრავმების გამო, უმნიშვნელოვანესი მოთამაშეები დააკლდა, ხოლო კომო კარგად დასვენებული იყო (სერია A-ში მილანთან მატჩის გადადების შემდეგ).

კომო ნახევარფინალში ინტერს დაუპირისპირდება - ეს ფაზა 2-თამაშიანი იქნება და პირველი მატჩი 4 მარტს გაიმართება. ბადის მეორე მხარეს, ატალანტა ნახევარფინალში ბოლონიასა და ლაციოს შორის გამარჯვებულს ელოდება.

სხვა სტატიები