ობამეიანგი ლა ლიგაში დაბრუნდა და დეპორტივო ლა კორუნიას გააძლიერებს
პიერ-ემერიკ ობამეიანგი ესპანეთის ლა ლიგაში ბრუნდება. 37 წლის გაბონელი თავდამსხმელი კონტრაქტს ლეგენდარულ გალისიურ კლუბთან დეპორტივო ლა კორუნიასთან გააფორმებს, რომელიც 8-წლიანი პაუზის შემდეგ ლა ლიგაში ხმაურიანი დაბრუნებისთვის ემზადება.
ბარსელონას დატოვებიდან ოთხი წლის შემდეგ, ვეტერანი ფორვარდი ესპანეთის ჩემპიონატს უბრუნდება. ახლად აღზევებული დეპორტივოსთვის ეს დიდი გაძლიერებაა – გუნდი ელიტაში მხოლოდ ადგილის შესანარჩუნებლად კი არა, სერიოზული მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს და ობამეიანგი ამ პროექტის მთავარი დასაყრდენი იქნება.
🚨 𝗝𝗨𝗦𝗧 𝗜𝗡: Pierre Aubameyang to La Liga club Deportivo La Coruña, here we go! Deal in place on a €1.5m transfer fee.
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) July 15, 2026
— @FabrizioRomano pic.twitter.com/rkVxYMdrSF
გავლენიანი ფრანგული გამოცემის, 'Foot Mercato'-ს ინფორმაციით, ობამეიანგის ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება უკვე მიღწეულია – დარჩენილია მხოლოდ ბიუროკრატიული დეტალების მოგვარება და კონტრაქტზე ხელის მოწერა, რის შემდეგაც ტრანსფერი ოფიციალურად გამოცხადდება.
გაბონელი ფორვარდი დეპორტივოს მარსელიდან შეუერთდება, ტრანსფერის ღირებულება კი დაახლოებით 1.5 მილიონ ევროს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მას ფრანგულ კლუბთან ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით აკავშირებდა, გასულ სეზონში ლიგა 1-ში ჩატარებულ 30 მატჩში გატანილმა 10-მა გოლმა დეპორტივოს ხელმძღვანელობა დაარწმუნა, რომ ობამეიანგი გუნდისთვის უდიდესი ძალა იქნება.