მოურინიომ რაულის შეფასებას უპასუხა: „ეს მატჩი 7:6 შეიძლებოდა დასრულებულიყო“
3 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი „ინტერის“ წინააღმდეგ გამარჯვებით დაიწყო, თუმცა „სამეფო კლუბის“ გულშემატკივრების ნაწილი მატჩის დასრულების შემდეგ მაინც უკმაყოფილო დარჩა თამაშის ხარისხის გამო. მადრიდელებმა არაერთი რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ მთლიანობაში შეხვედრა მეტად დაძაბული გამოდგა.
Real Madrid hold on to win against Inter 💪#UCL pic.twitter.com/x2B1zQ4afu
— UEFA Champions League (@ChampionsLeague) September 8, 2026
„რეალის“ ლეგენდამ, რაულ გონსალესმა, „Movistar“-ის ეთერში ყოფილი კლუბის შესახებ ისაუბრა:
„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ. ეს მარტივი მატჩი არ ყოფილა, რადგან „ინტერს“ ძალიან კარგად ჩამოყალიბებული სტრუქტურა აქვს. ამასთან, „რეალს“ ნახევარდაცვაში რამდენიმე ფეხბურთელი აკლდა და ამის გამო გუნდს გარკვეულ მომენტებში უჭირდა. “ - რაულ გონსალესი
„რეალის გოლები შეტევის განვითარების დროს მეტოქის შეცდომებს მოჰყვა. ამის შემდეგაც გვქონდა ძალიან მკაფიო საგოლე მომენტები, თუმცა „ინტერის“ გოლმა მატჩის ბოლოს გარკვეული ეჭვები გააჩინა“ - რაულ გონსალესი
ტრანსლაციის დროს კამერებმა პირდაპირ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გადაინაცვლა, სადაც „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო საკუთარი შეფასების გასაკეთებლად ემზადებოდა. მას რაულის შეფასებაც გადასცეს. პორტუგალიელი სპეციალისტი კამერის წინ აშკარად გაღიზიანებული ჩანდა.
„მე ამას უბრალოდ გიჟურ მატჩს დავარქმევდი. როცა შეხვედრა მოსაწყენია, ბევრი კრიტიკა ისმის, მაგრამ დღეს ყველაფერი გიჟურად განვითარდა. ეს მატჩი თავისუფლად შეიძლებოდა 7:6 დასრულებულიყო“ - ჟოზე მოურინიო
„შეხვედრა მოსაწყენი ნამდვილად არ ყოფილა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მესამე გოლის გატანის შესანიშნავი შანსიც გვქონდა. რაულს ვეთანხმები იმაში, რომ გოლები მეტოქის შეცდომებს მოჰყვა, მაგრამ მინდა ჩემი ფეხბურთელები შევაქო“ - ჟოზე მოურინიო