სერხიო რამოსი სევილიას შეძენას გეგმავს - შეთანხმება თითქმის უკვე დასრულებულია
ესპანელი ფეხბურთელი სერხიო რამოსი, რომელიც ამჟამად უგუნდოდაა საინვესტიციო ფონდთან ერთად სევილიას შეძენას გეგმავს. Carusel Deportivo-ს ცნობით 39 წლის ლეგენდარულმა მცველმა თავის ბიზნესპარტნიორ მარტინ იანკთან ერთად შეთავაზება უკვე წარადგინა და შეთანხმებაც უკვე მიღწეულია, საბოლოო გადაწყვეტილება როგორც სანდო წყაროებიდან ვიგებთ დროის საკითხია. შეთავაზების ღირებულება დაახლოებით 450 მილიონი ევროა.
ასევე გეტყვით, რომ იანვრის დასაწყისში რამოსი კლუბის აქციონერებს შეხვდა, მან თავისი პროექტი და გრძელვადიანი ხედვა წარადგინა, საბოლოოდ თითქმის 3-საათიანმა დისკუსიებმა დადებითი შედეგი გამოიღო, რამაც ამ შეთანხმებას გზა გაუხსნა.
🚨📻 "Si se produce la compra, ¿sería SERGIO RAMOS el PRESIDENTE del @SevillaFC? Lo cuenta Manolo Aguilar en el #CarruselCanalla:
— Carrusel Deportivo (@carrusel) January 25, 2026
⁉️ "Es un paso que aún no está decidido. Está también la posibilidad de que no sea presidente?"
🤝🔜 "Queda negociar con JOSÉ MARÍA DEL NIDO" pic.twitter.com/6ASfq5kdFM
შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსი სევილიას აკადემიის აღზრდილია, 2005 წელს ის რეალ მადრიდში გადავიდა, 16 წლის შემდეგ კი პარი სენ-ჟერმენს მიაშურა, 2024 წელს მცირე ხნით სევილიაში დაბრუნდა, ხოლო ჯერჯერობით მისთვის ბოლო კლუბი მექსიკური მონტერეი გახლდათ, ამჯერად კი ესპანელი საერთოდ უკლუბოდაა.