Belive

ქოჩორაშვილის სევილიაში ტრანსფერი გარდაუვალია

17 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გიორგი ქოჩორაშვილის სევილიაში ტრანსფერი გარდაუვალია, ინფორმაციას vamosmisevillafc აქვეყნებს. წყაროს ცნობით გარიგება ხელსაყრელი პირობებით დასრულდა.

სევილია ლა ლიგის ახალი სეზონის პირველ შეხვედრას 15 აგვისტოს გამართავს, მანამდე კი ყველაფერი გაოფიციალურდება. ჯიბრილ სოუს ჯენოაში წასვლის შემდეგ, სპორტულმა დირექტორმა, ხოსე იგნასიო ნავარომ, გიორგი ქოჩორაშვილის მოყვანა უზრუნველყო.

ქართველი ფეხბურთელის გუნდში მიყვანა მთავარი მწვრთნელის ლუის გარსია პლასას ერთგვარი მოთხოვნაა, რადგან ნახევარდაცვას მეტი ლიდერობა და დინამიკა შემატოს.

ტრანსფერს, რაც შეეხება იქნება იჯარა გამოსყიდვის უფლებით, ამ შეთანხმებაზე სპორტინგიც და სევილიაც შეთანხმებულები არიან, ყველაფერი კი დროის ამბავია.

სევილიას მიზანია სამედიცინო შემოწმების დასრულება და ნახევარმცველის დროული რეგისტრაცია, რათა ის გარსია პლაზას გუნდში მოხვდეს მომავალ შაბათს გასამართი ლიგის გახსნითი მატჩისთვის.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილი ამჟამად სპორტინგის ფეხბურთელია, რომელსაც სათამაშო დრო თითქმის არ ეძლევა, ის პორტუგალიურმა კლუბმა გასულ ზაფხულს ლევანტედან 5.5 მილიონ ევროდ იყიდა.

ქართველმა ფეხბურთელმა სპორტინგის რიგებში 26 შეხვედრა ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.