Belive

სერხიო რამოსი: "მესიმ შეტყობინება გამომიგზავნა, მისთვის ჩემს გუნდში ადგილი ყოველთვის იქნება"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი, სერხიო რამოსი, სათამაშო მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მეტოქის ლიონელ მესის შესახებ საუბრობს, რომლის წინააღმდეგ თამაშიც არაერთხელ მოუწია. "მე მიყვარს საუკეთესო ფეხბურთელებთან თამაში და მესი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ყოველთვის ვამბობდი, რომ მესისთვის ჩემს გუნდში ადგილი ყოველთვის იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის "ბარსაში "იყო, მე კი "რეალში", მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ამ წლების მეტოქეობაში ჩვენ ურთიერთობა დავამყარეთ და "პსჟ-ში" გადასვლის შემდეგ მან შეტყობინება გამომიგზავნა და წარმატება მისურვა. ყოველთვის დასაფასებელია, რომ ვარსკვლავები გამხნევებენ", - თქვა 35 წლის უკანახაზელმა 6 ოქროს ბურთის მომგები ფეხბურთელის შესახებ. სერხიო რამოსს კარიერის განმავლობაში ლიონელ მესის წინააღმდეგ 44-ჯერ უთამაშია, რაც მისთვის ერთი კონკრეტული ფეხბურთელის შემთხვევაში სარეკორდო შეხვედრების რაოდენობაა. აქედან 16-ჯერ მისმა გუნდმა იმარჯვა, 9 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 19-ჯერ არგენტინელი სუპერვარსკვლავის გუნდი გამოვიდა გამარჯვებული. საერთო ჯამში ამ ორმა ფეხბურთელმა მოედანზე ერთმანეთის წინააღმდეგ 3715 წუთი გაატარეს.  

სხვა სტატიები