სერხიო ბუსკეტსმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა
ინტერ მაიამის ნახევარმცველი, სერხიო ბუსკეტსი MLS-ის მიმდინარე სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს. ესპანელს ამერიკულ გუნდთან კონტრაქტი სწორედ წლის ბოლომდე აკავშირებს.
,,ვგრძნობ, მოვიდა დრო, რომ კარიერა დავასრულო...'' ამბობს ბუსკეტსი ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში ავრცელებს და განსაკუთრებულ მადლობას ბარსელონას, ესპანეთის ნაკრებსა და ინტერ მაიამის უხდის.
,,მადლობა ყველას და ფეხბურთს! თქვენ ყოველთვის იქნებით ამ ლამაზი ისტორიის ნაწილი...'' - სერხიო ბუსკეტსი
ბუსკეტსის დებიუტი ბარსელონას ძირითად გუნდში 2008 წელს შედგა. ნახევარმცველმა კატალონიურ გუნდთან ერთად 2023 წლამდე ითამაშა და 32 ტიტულის მოგება შეძლო. სერხიოს ანგარიშზე ბარსას მაისურით ჩატარებულ 722 შეხვედრაში 18 გოლი და 46 საგოლე გადაცემაა.
ბუსკეტსი 2023 წელს ინტერ მაიამის შეუერთდა, სადაც 105 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 16 ასისტი მიითვალა.
37 წლის ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია.