ესპანეთის "ლა ლიგის" მე-12 ტურში "ბარსელონამ" "ბეტისს" უმასპინძლა და 3:4 დამარცხდა.
კიკე სეტიენის მომზადებულმა გუნდმა რიგ მომენტებში კატალონიელებს აჯობა და დამსახურებული სამი ქულა მოიპოვა. თამაშის შემდეგ "ბარსელონას" ლიდერმა, სერხიო ბუსკეტსმა "ბეტისის" მთავარ მწვრთნელს თავისი 5 ნომრიანი მაისური უსახსოვრა და მასზე წარწერაც დატოვა:
"დაფასება, აღტაცება და პატივისცემა თქვენს საფეხბურთო ხედვას"