გერმანული პრესა - კვარაცხელიას ტრანსფერით ბაიერნი დაინტერესდა
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის ,,რუბინის'' შემტევმა - ხვიჩა კვარაცხელიამ ზაფხულში კარიერა, შესაძლოა, მიუნხენის ,,ბაიერნში'' გააგრძელოს. ინფორმაციას გერმანული Express.de ავრცელებს. გამოცემა 20 წლის ფეხბურთელის აგენტის, მამუკა ჯუღელის სიტყვებს ციტირებს - ,,დარწმუნებული ვარ, რომ ხვიჩა მიუნხენის ,,ბაიერნში'' ან მადრიდის ,,რეალში'' ითამაშებს.'' Express.de წერს, რომ ქართველებს ბუნდესლიგაში თამაშის ხანგრძლივი და წარმატებული გამოცდილება აქვთ - ,,ალექსანდრე იაშვილმა, ლევან კობიაშვილმა და ლევან ცქიტიშვილმა 90-იან წლებში ,,ფრაიბურგში'' ფურორი მოახდინეს. ახლა კვარაცხელიამ იგივე, შესაძლოა, ,,ბაიერნში'' გაიმეოროს.''
Bayern have expressed their interest in Rubin Kazan and Georgia winger Khvicha Kvaratskhelia (20). The player's agent Nobel Dzhugueli said a few days ago: "I am convinced that he will end up at Real Madrid or Bayern". Kvaratskhelia's contract runs until 2024 [@express24] pic.twitter.com/FpYqbVIfJm — Bayern & Germany (@iMiaSanMia) April 2, 2021
კვარაცხელიას მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მარტის სანაკრებო თამაშების შემდეგ გაიზარდა - ხვიჩამ გოლის გატანა ზედიზედ ორ მატჩში (ესპანეთისა და საბერძნეთის წინააღმდეგ) შეძლო და მოედანზე ორივე შემთხვევაში საუკეთესო იყო. მიმდინარე სეზონში ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე ,,რუბინის'' მაისურით ჩატარებულ 20 შეხვედრაში 3 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. 20 წლის შემტევს რუსულ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.