Belive

სერხიო ბუსკეტსი სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინტერ მაიამის ესპანელი ფეხბურთელი სერხიო ბუსკეტსი სეზონის ბოლოს საფეხბურთო კარიერას დაასრულებს, ამის შესახებ ინფორმაციას tjcopes აქვეყნებს. წყაროს ცნობით 37 წლის ნახევარმცველმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო, მაგრამ ყველაფერი სეზონის ბოლოს გაოფიციალურდება.

MLS-ის სეზონი დაახლოებით ნოემბერში, ან დეკემბერში დასრულდება, გააჩნია პლეი-ოფის რომელ ეტაპამდე მივა ინტერ მაიამი.

გავრცელებული ინფორმაციით ბუსკეტსის ბარსელონაში დაბრუნებაც არ არის გამორიცხული, მაგრამ რა მიმართულებით იმუშავებს ჯერჯერობით უცნობია.

სხვა სტატიები