"ვცდილობ, ყოველთვის ღირსეული მაგალითი ვიყო" - ხვიჩა კვარაცხელია
2 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პარი სენ-ჯერმენის სუპერვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ადიდასმა სარეკლამო ვიდეორგოლში გადაიღო.
ქართველი ფეხბურთელი აღნიშნულ ვიდეოში თავის კარიერაზე, გულშემატკივრებზე და სამომავლო გეგმებზე საუბრობს:
ბეჯითი შრომა ყოველთვის ფასდება. როცა უმაღლეს დონეზე ფეხბურთელობა გსურს, გზად ბევრი რამის დათმობა გიწევს, ძალიან ვამაყობ, რომ მე ეს შევძელი.
ოჯახი მეხმარება, რეალობას არ მოვწყდე. ვიცი, რომ ჩემს ქვეყანაში ბევრისთვის მაგალითი ვარ, ამიტომ ვცდილობ, ყოველთვის ღირსეული მაგალითი ვიყო.
როცა გრძნობ, რომ ზურგს უკან გულშემატკივრები გიდგანან და გსურს, ისინი გაახარო და იამაყონ შენით, შენი ოცნებები უცვლელი რჩება - მეტი ტიტულის მოპოვება მინდა. კარიერის დასრულებასთან ერთად, ეს ოცნებაც დასრულდება. - ხვიჩა კვარაცხელია