Belive

სერია A-ს სეზონის პირველი ნახევრის სიმბოლური გუნდი Opta-ს ვერსიით

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

Opta-მ სერია A-ს მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი შეაჯამა და ჩემპიონატის სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა.

გუნდში ვერ მოხვდა ტურნირის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია. მეტიც, თერთმეტეულში ,,ნაპოლიდან'' (მოქმედი ჩემპიონი) არცერთი მოთამაშე არ არის.

თერთმეტეულში ყველაზე მეტი - 4 ფეხბურთელი ,,ინტერიდანაა'':

მეკარე - მიკელე დი გრეგორიო (მონცა)

მცველები - ფედერიკო დიმარკო, ფრანჩესკო აჩერბი (ინტერი), ბრემერი, დანილო (იუვენტუსი)

ნახევარმცველები - არტური (ფიორენტინა), ჩალჰანოღლუ (ინტერი), გუნდმუნდსონი (ჯენოა)

თავდამსხმელები - პულისიჩი (მილანი), სულე (სასუოლო) ლაუტარო მარტინესი (ინტერი)

იტალიის სერია A-ს 19 ტურის შემდეგ, პირველ ადგილს 48 ქულით ,,ინტერი'' იკავებს, რომელიც მეორეადგილოსან ,,იუვენტუსს'' 3 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები