Belive

რაბიო დაისაჯა და გუნდიდან გააგდეს - მისთვის მილანური გრანდები იბრძვიან

3 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლიგა 1-ის პირველ ტურში, მარსელის რენთან 0:1 მარცხის შემდეგ, გასახდელში მომხდარი ჩხუბის გამო, ჯონათან როუ და ადრიენ რაბიო ორშაბათს მარსელის პირველი გუნდიდან გარიცხეს. თავდაპირველად ეს დროებითი დისკვალიფიკაცია იყო, თუმცა როგორც გაირკვა, მარსელი კლუბში არცერთი ფეხბურთელის დაბრუნებას აღარ გეგმავს.

მატჩის ფინალური სასტვენის შემდეგ, ჯონათან როუსა და ადრიენ რაბიოს, გასახდელში ჩხუბი მოუვიდათ. მარსელმა გადაწყვიტა ორივე ფეხბურთელისთვის სანქციები დაეწესებინა. RMC Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინგლისელი ვინგერი და ფრანგი ნახევარმცველი განუსაზღვრელი ვადით მოკვეთეს ვარჯიშებიდან.

გუნდში სიტუაციის სტაბილურად შენარჩუნების მიზნით, გადაწყვეტილება პირადად მწვრთნელმა, რობერტო დე ძერბიმ, კლუბის დირექტორის, მეჰდი ბენატიას მხარდაჭერით მიიღო.

ამ ყველაფრის ფონზე, რაბიოსთვის უკვე იბრძვიან მინალური გრანდები - მილანი და ინტერი, ასევე დაინტერესებაა ესპანეთიდან და ინგლისის პრემიერ ლიგიდან, თუმცა კლუბები ჯერ-ჯერობით არ სახელდება.

რაბიოს კლუბიდან გარიცხვასა და მის მომავალზე, მისმა აგენტმა ისაუბრა.

"ამიერიდან ჩვენ მხოლოდ იტალიიდან, ესპანეთიდან და ინგლისიდან შემოსულ სერიოზულ შემოთავაზებებს განვიხილავთ - ნებისმიერ შემთხვევაში, იტალია არ უნდა გამოირიცხოს ესპანეთისა და ინგლისის წამყვანი კლუბების შემოთავაზებებთან ერთად." - რაბიოს აგენტი

რაბიო ინტერის ერთ-ერთ პოტენციურ ნახევარდაცვის სამიზნედ იქცა, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც მილანურმა გრანდმა კლუბიდან ჟალევსკი გაუშვა, თუმცა იტალიური გრანდი ახალგაზრდა ალტერნატივას ამჯობინებს, მათ სიაში კი რენის ვარსკვლავი ჯაუი სისე პირველ ადგილზე იმყოფება.

სხვა სტატიები