Belive

სერია A-ს ქართული დაპირისპირება გახსნის - პირველი ტურის კალენდარი ცნობილია

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 2023/24 წლების სეზონის პირველი ტურის კალენდარი ცნობილი გახდა.

სერია A-ს ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ევროპის მასშტაბით აწ უკვე რეიტინგში მეორე პოზიციაზე დაწინაურებულ ჩემპიონატს ქართველი ფეხბურთელების გუნდების დაპირისპირება გახსნის. კერძოდ, "ფროზინონე", რომელიც სერია B-ს გამარჯვებული გახდა და რომლისთვისაც სატრანსფერო ფანჯრის პირველივე აქტიურობა გიორგი კვერნაძის დამატება იყო, ქვეყნის ჩემპიონ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" დაუპირისპირდება.

ქართული ფეხბურთისთვის ამ მნიშვნელოვან მატჩს სერია A-ს ოფიციალური გვერდი შემდეგნაირი შინაარსის პოსტით გამოეხმაურა:

ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი კვერნაძის გუნდების მატჩის პარალელურად ჩემპიონატის პირველივე ტურში კიდევ 9 საინტერესო შეხვედრა შედგება, რომელთა ჩამონათვალიც ასეთია:

სხვა სტატიები