Belive

სერია A-მ ტურის საუკეთესო მეკარედ ოლივიე ჟირუ დაასახელა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია A-მ მე-8 ტურის სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა.

გუნდის მეკარედ ,,მილანის'' თავდამსხმელი, ოლივიე ჟირუ შეირჩა, რომელსაც ,,ჯენოასთან'' შეხვედრაში, მაიკ მენიოს მოედნიდან გაძევების შემდეგ, კარში ჩადგომა მოუწია (მილანს ცვლილებების რაოდენობა ამოწურული ჰქონდა). ფრანგმა ფეხბურთელმა მატჩში ერთი სეივიც შეასრულა.

ტურის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:

მეკარე - ოლივიე ჟირუ

მცველები - გატი, მონტერიზი, სპინაცოლა

ნახევარმცველები - ვესინო, ბონავენტურა, პარედესი, რეინიერი

თავდამსხმელები - კასტელანოსი, სულე, ლუკაკუ

სხვა სტატიები