Belive

სერბეთის ნაკრების შემადგენლობა ევრო 2024-ზე

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერბეთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2024 ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა. დრაგან სტოიკოვიჩმა 26-კაციანი განაცხადი დაასახელა.

მეკარეები: ვანია მილინკოვიჩ სავიჩი ("ტორინო"), პრედრაგ რაიკოვიჩი ("მალიორკა"), დორდე პეტროვიჩი ("ჩელსი").

მცველები: სტრაჰინია პავლოვიჩი ("ზალცბურგი"), ნიკოლა მილენკოვიჩი ("ფიორენტინა"), მილოშ ველიკოვიჩი ("ვერდერი"), სრდან ბაბიჩი ("სპარტაკი"), უროში სპაიჩი ("ცრვენა ზვეზდა"), ნემანია სტოიჩი ("ბაცკა ტოპოლა")

ნახევარმცველები: საშა ლუკიჩი ("ფულჰემი"), ნემანია გუდელი ("სევილია"), ნემანია მაქსიმოვიჩი ("ხეტაფე"), ივან ილიჩი ("ტორინო"), სრდან მიაილოვიჩი ("ცრვენა ზვეზდა"), სერგეი მილინკოვიჩ სავიჩი ("ალ-ჰილალი"), დუშან ტადიჩი ("ფენერბაჰჩე"), ლაზარ სამარჯიჩი ("უდინეზე"), ველიკო ბირმანჩევიჩი ("სპარტა პრაღა"), ფილიპ კოსტიჩი ("იუვენტუსი"), ფილიპ მლადენოვიჩი ("პანათინაიკოსი"), ანდრია ზივკოვიჩი ("პაოკი"), მიიატ გაჩინოვიჩი ("აეკი").

თავდამსხმელები: ალექსანდარ მიტროვიჩი ("ალ-ჰილალი"), დუშან ვლაჰოვიჩი ("იუვენტუსი"), ლუკა იოვიჩი ("მილანი"), პეტარ რატკოვი ("ზალცბურგი").

სერბეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე მოსამზადებელ ეტაპს გადის, პირველი ამხანაგური შეხვედრა ავსტრიის წინააღმდეგ ჩაატარა, სადაც 2:1 დამარცხდა. მეორე შეხვედრას შვედეთის წინააღმდეგ დღეს გამართავს.

სერბეთი ევრო 2024-ზე C ჯგუფშია სლოვენიასთან, დანიასთან და ინგლისთან ერთად. ისინი პირველ შეხვედრას 16 ივნისს ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ, მეორეს 20 ივნისს სლოვენიასთან, ხოლო 25-ში დანიას დაუპირისპირდებიან

სხვა სტატიები