Belive

"ქვეყანა ვასახელეთ, ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ" - ხვიჩა კვარაცხელია

3 დღის წინ ევრო 2024
1 წთ

სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ისტორია დაწერა. ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, "ჯვაროსნებმა" ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით, პორტუგალია 2:0 დაამარცხეს და 1/8-ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

მატჩის დასრულების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ ემოციური კომენტარი გააკეთა.

უბედნიერესი ვარ, ალბათ ასეთი გახარებული არასდროს ვყოფილვარ. ჩვენ ქვეყანა ვასახელეთ - ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ. დარწმუნებული ვარ, საქართველოში ბევრია ბედნიერი და ბედნიერება ვაჩუქეთ ქართველ ხალხს და ჩვენც უბედნიერესები ვართ.

გაჩერებას არ ვაპირებთ, რადგან პორტუგალია დავამარცხეთ, ეს ნიშნავს, რომ ყველა გუნდთან თამაში შეგვიძლია. გილშემატკივრებს უდიდეს მადლობას ვუხდი. მართლაც, საოცარი გულშემატკივრობა იყო. თითოეულმა ფეხბურთელმა ყველაფერი ჩავდეთ რომ მოგვეგო და სიტყვები არ მყოფნის - უზომოდ ბედნიერები ვართ. - ხვოჩა კვარაცხელია.

სხვა სტატიები