Belive

სერ ალექს ფერგიუსონი მანჩესტერ იუნაიტედის ელჩის თანამდებობას ტოვებს

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერ ალექს ფერგიუსონი, სეზონის ბოლოს, "მანჩესტერ იუნაიტედის" ელჩის თანამდებობას დატოვებს. სერ ჯიმ რატკლიფი, რომელიც იუნაიტედის უმსხვილესი ინვესტორი გახდა, სამეთვალყურეო ხარჯების შემცირებას ემხრობა და კლუბთან დაკავშირებული 250 თანამშრომელი უკვე გაათავისუფლა.

ფერგიუსონმა, რომელიც დეკემბერში 83 წლის ხდება, 'ამბასადორის' თანამდებობა დაიკავა მას შემდეგ, რაც 2013 წელს მწვრთნელის პოსტი დატოვა. შოტლანდიელი გასულ ორშაბათს ოლდ ტრაფორდზე გამართულ შეხვედრას დაესწრო და როგორც ცნობილია, გადაწყვეტილების შესახებ პირადად იყო ინფორმირებული. ფერგიუსონის 12-წლიანი ელჩობის სტატუსი 2025 წელს დასრულდება. წყაროები ადასტურებენ, რომ გადაწყვეტილება იყო სრულიად მეგობრული და ყველაზე წარმატებულ მწვრთნელს, ოლდ ტრაფორდზე, ყოველთვის დიდი პატივით მიიღებენ.

ფერგიუსონმა იუნაიტედს, 20 წლის განმავლობაში, პრემიერლიგის 13 ტიტული მოაგებინა. კლუბმა ასევე მოიგო ხუთი ასოციაციის თასი, ოთხი ლიგის თასი, ორი ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

სხვა სტატიები