Belive

რუბენ ამორიმი: "გულშემატკივარმა უნდა გაგვიგოს, რომ პრემიერ ლიგა არ გვაინტერესებს"

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლიონი" დამატებით დროში 5:4 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

"წითელი ეშმაკები" პირველი ტაიმის შემდეგ 2:0 იგებდნენ, 71-ე წუთზე ტოლისომ სხვაობა შეამცირა, 78-ზე კი ნიკოლას ტალიაფიკომ გაათანაბრა. შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, სადაც "ლიონმა" რაიან შერკის და ალექსანდრ ლაკაზეტის გოლებით დააქამბექა, მაგრამ მანჩესტერელებმა შეძლეს და დარჩენილ დროში 3 გოლი გაიტანეს: 114-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა პენალტი გაიტანა, 120-ზე კობი მაინუმ, 120+1-ზე კი ჰარი მაგუაიერმა.

საოცარი და ისტორიული გამარჯვების შემდეგ, "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა - რუბენ ამორიმიმ, მატჩი შეაფასა.

"ეს არის ფეხბურთი, ეს არის ზეიმი, ეს არის ისტორიული გამარჯვება. ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი გუნდით, საოცარი მატჩი შემოვატრიალეთ და ემოციებით რთულია გადმოვცე ის ყველაფერი, რასაც ახლა ვგრძნობ.

დღევანდელ მატჩში ნათლად დადასტურდა კიდევ ერთი ფაქტი - ერთ კონკრეტულ მომენტს შეუძლია თამაშის გადარჩენა და დიდი მატჩების მოგება.

ჩვენ კონცენტრირებულები ევროპა ლიგაზე ვართ და მესმის გულშემატკივრების კრიტიკა პრემიერ ლიგასთან დაკავშირებით, თუმცა მათ ეს უნდა გაიგონ, რომ ჩვენი მთავარი ყურადღება და კონცენტრაცია ევროპა ლიგაზე არის გამახვილებული.

ნეტა როგორ გრძნობენ თავს ის ადამიანები, რომლებმაც მოედანი 2:4-ის შემდეგ დატოვეს..." - რუბენ ამორიმი

ევროპა ლიგის 1/2-ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ატლეტიკო ბილბაოს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები