Belive

რუბენ ამორიმს დარენ ფლეტჩერი ჩაანაცვლებს - ახალ მწვრთნელზე ნადირობა დაიწყო

3 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობამ რუბენ ამორიმის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება გადაწყვიტა. გასულ პერიოდში, პორტუგალიელი სპეციალისტის მიერ გაკეთებული განცხადებები გუნდის ხელმძღვალეობისთვის მიუღებელი გამოდგა და მათ რუბენ ამორიმის გაშვება გადაწყვიტეს.

რუბენ ამორიმმა პრესკონფერენციის დროს თქვა, რომ გუნდში მისვლისას არამხოლოდ მთავარი მწვრთნელის, არამედ მენეჯერის უფლებებით სარგებლობის გარანტია მიიღო, მაგრამ ეს ყველაფერი სისრულეში არ მოვიდა და სატრანსფერო პოლიტიკის წარმოებაშიც სათანადოდ ვერ ჩაერთო.

ამასთანავე ცნობილი გახდა, რომ მანჩესტერ იუნაიტედს დროებით ამორიმის ასისტენტი და გუნდის ყოფილი ფეხბურთელი - დარენ ფლეტჩერი ჩაიბარებს.

ასევე ცნობილი ხდება, რომ ფლეტჩერი მანჩესტერს მომავალი 2 მატჩის განმავლობაში უხელმძღვანელებს, სადაც კლუბი ბარნლის ესტუმრება, შემდეგ კი სახლში ბრაიტონს დაუხვდება. სწორედ ამ ორი მატჩის შემდეგ კი გადაწყდება, დატოვებენ თუ არა 41 წლის შოტლანდიელს კლუბში.

მანჩესტერ იუნაიტედის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კლუბმა სასწრაფო წესით დაიწყო ახალი მწვრთნელის მოძიება, თუმცა ჯერჯერობით არ იწერება ინფორმაცია სავარაუდო კანდიდატების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ დარენ ფლეტჩერი მანჩესტერ იუნაიტედის U18 გუნდის მწვრთნელი იყო და კლუბი მოედანზე 15-ჯერ გაიყვანა, სადაც 9-ჯერ გაიმარჯვა, 4-ჯერ დამარცხდა და 2-ჯერ მატჩი ფრედ დაასრულა.

აქვე შეგახსენებთ, რომ რუბენ ამორიმი მანჩესტერ იუნაიტედში 2024 წლის ნოემბერში დანიშნა, მას შემდეგ ლისაბონის სპორტინგიდან გადაბარგებულმა სპეციალისტმა ინგლისურ გრანდს 63 მატჩში უხელმძღვანელა, საიდანაც 25 მოიგო, 23-ში დამარცხდა და 15 ფრედ ითამაშა. ამორიმის ხელმძღვანელობით მანჩესტერ იუნაიტედმა უეფას ევროპა ლიგის ფინალში ითამაშა.

მანჩესტერ იუნაიტედი ინგლისის პრემიერ ლიგაში 20 ტურის შემდეგ 31 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები