Belive

სენტ-ეტიენი ლანსთან დამარცხდა | რა შეფასება დაიმსახურა ზურიკო დავითაშვილმა?

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მერვე ტურში "სენტ-ეტიენმა" საკუთარ მოედანზე "ლანსი" მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა. 'მწვანეებს' უკანასკნელ 2 შეხვედრაში ფრე და მოგება ჰქონდათ, თუმცა ეს კარგი სერია ვერ გააგრძელეს.

ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა ზურიკო დავითაშვილმა. ქართველმა ერთხელ დაარტყა კარის მიმართულებით, 2-ჯერ კი მის დარტყმულს მცველები გადაეღობნენ. ზურიკო პასებს 78%-იანი სიზუსტით აკეთებდა (18/23), დრიბლინგის 2 მცდელობიდან კი ორივე წარმატებული აღმოჩნდა. sofascore-ის მონაცემებით, ზურიკო საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო - 7.3 შეფასებით.

სენტ-ეტიენი ლიგა 1-ში მიმდინარე სეზონში აღზევდა. გუნდს დაცვის ხაზის პრობლემები აქვს და ჩემპიონატში "მონპელიეს" შემდეგ ყველაზე მეტი, 20 გოლი გაუშვა. დავითაშვილის კლუბს 7 ქულა აქვს 18-გუნდიანი ჩემპიონატის მე-13 პოზიციაზეა.

სხვა სტატიები