საზონოვი, მექვაბიშვილი და მამუჩაშვილი საბერძნეთთან მატჩის განაცხადს მიღმა დარჩნენ
დღეს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს უმასპინძლებს. ნახევარფინალური შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.
ეროვნულ გუნდში თავდაპირველად გამოძახებული 26 ფეხბურთელიდან, დღევანდელი მატჩისთვის განაცხადში 23 მოთამაშე დარჩა. ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით, განაცხადს მიღმა, საბა საზონოვი, ანზორ მექვაბიშვილი და დარჩნენ.
საქართველოს ნაკრების სამატჩო განაცხადი ასე გამოიყურება:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი.
მცველები: სოლომონ კვერკველია, გურამ კაშია, გიორგი გველესიანი, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი.
ნახევარმცველები/თავდამსხმელები: ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ჯაბა კანკავა, გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია, ზურიკო დავითაშვილი.