Belive

საზონოვი და მექვაბიშვილი ლუქსემბურგთან მატჩის განაცხადს მიღმა დარჩნენ

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ლუქსემბურგს უმასპინძლებს. ნახევარფინალური შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

ეროვნულ გუნდში თავდაპირველად გამოძახებული 26 ფეხბურთელიდან (ერთ-ერთი კვარაცხელიაა) დღევანდელი მატჩისთვის განაცხადში 23 მოთამაშე დარჩა.

ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით, განაცხადს მიღმა ,,ტორინოს'' მცველი, საბა საზონოვი და ,,უნივერსიტატია კრაიოვას'' ნახევარმცველი, ანზორ მექვაბიშვილი დარჩნენ.

საქართველოს ნაკრების სამატჩო განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი.

მცველები: სოლომონ კვერკველია, გურამ კაშია, გიორგი გველესიანი, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი.

ნახევარმცველები/თავდამსხმელები: ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ჯაბა კანკავა, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია, ზურიკო დავითაშვილი.

ლუქსემბურგის დამარცხების შემთხვევაში, საქართველო ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის ფინალში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე საბერძნეთი ან ყაზახეთი იქნება.

სხვა სტატიები