Belive

ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: ,,ნაკრებში როცა მე ვთამაშობდი, პროფესიონალი ფეხბურთელები არ გვყავდა''

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრებთან ისტორიული მატჩის წინ, BBC ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, პოლ ფილიპის ინტერვიუს ავრცელებს:

,,მაშინ, როცა ნაკრებში მე ვთამაშობდი, პროფესიონალი ფეხბურთელები საერთოდ არ გვყავდა, ეს დიდი მინუსი იყო! შემდეგ, 2001 წელს, ჩვენი ეროვნული საფეხბურთო აკადემია შევქმენით. მჯერა, რომ წარმატების გასაღები სწორედ ეს იყო.

აქ 12-19 წლის ფეხბურთელები თითქმის ყოველ დღე ვარჯიშობენ, კვირაში ერთხელ კი საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს მართავენ.

20 წლის შემდეგ, ჩვენი აკადემიის წყალობით, გვყავს დაახლოებით 20 პროფესიონალი, რომლებიც საზღვარგარეთ თამაშობენ.'' - პოლ ფილიპი

პოლ ფილიპი ლუქსემბურგის ნაკრებში 1968-1982 წლებში თამაშობდა, ყოფილმა ნახევარმცველმა ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 54 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

  • დღეს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ლუქსემბურგს უმასპინძლებს. ნახევარფინალური შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

  • ლუქსემბურგის დამარცხების შემთხვევაში, საქართველო ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის ფინალში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე საბერძნეთი ან ყაზახეთი იქნება.

სხვა სტატიები