Belive

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე ქალაქ ველბერტში დაბანაკდება

1 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

უეფას ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ქალაქ ველბერტში დაბანაკდება, რომელიც დიუსელდორფიდან 20 კილომეტრითაა დაშორებული.

ქალაქი მსოფლიოში საკეტებისა და ფიტინგების (თავაკი, რომელიც შლანგს წყლის წყაროსთან აერთებს) წარმოებითაა ცნობილი.

,,ველბერტის'' საფეხბურთო გუნდი 1902 წელსაა დაარსებული და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის რეგიონში მე-3 უძველესი კლუბია.

ველბერტის სტადიონი 2020 წლის აგვისტოში გაიხსნა და 2 800 მაყურებელზეა გათვლილი, აქვს საკუთარი პარკინგი, რომელიც 580 მანქანისთვისაა განკუთვნილი. მოედანზე რეგიონალური ლიგისა და გერმანიის თასის შეხვედრები იმართება. გარდა გარე სპორტული ობიექტებისა, კომპლექსში სამი სპორტული დარბაზიცაა. სტადიონი პარტნიორი სასტუმროდან დაახლოებით 8 წუთის სავალითაა დაშორებული და კარგად არის დაცული არასასურველი მაყურებლებისგან.

ივნისში (ევროპის ჩეპიონატი 14 ივნისს დაიწყება), ველბერტის საშუალო ტემპერატურა 11-19 გრადუსის ფარგლებში მერყეობს.

პორტუგალია, რომელიც საქართველოს ნაკრების ჯგუფის ფავორიტია, ჰარზევინკელში დაბანაკდება, თურქეთი - ბარზინგაუზენში, ჩეხეთი კი - ნორდერშტედტში.

Fußball-EM: Diese Nationalmannschaft übernachtet in Velbert

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

ვილი სანიოლის გუნდი პირველ მატჩს 18 ივნისს, დორტმუნდში, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს, მეორე შეხვედრაში 22 ივნისს ჩეხეთს დაუპირისპირდება (ჰამბურგში), ჯგუფის ბოლო ტურში კი, 26 ივნისს, საქართველოს მეტოქე პორტუგალია იქნება.

სხვა სტატიები