Belive

საზარელი შედეგები და ცუდი მწვრთნელობა - პირლო სამპდორიადანაც გააგდეს

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის - ანდრეა პირლოს სამწვრთნელო კარიერა კვლავ სავალალოდ მიმდინარეობს, 45 წლის სპეციალისტი ამჯერად "სამპდორიადან" გამოაგდეს.

გენუელებმა ანდრეა პირლოს სერია B-ში საშინელი სტარტი ვერ აპატიეს და გადაწყვეტილება მიიღეს, რომ კლუბიდან გაეგდოთ.

"სამპდორიამ" ანდრეა პირლოს თავკაცობით სერია B 2 მარცხითა და ერთი ფრედ დასრულებული მატჩით დაიწყო. შედეგად, გენუური კლუბი განვილილი სამი ტურის შემდეგ იტალიის მეორე დივიზიონში მე-19 პოზიციას იკავებს.

პირლო "სამპდორიას" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე უკვე ერთი წელია მუშაობს, რა პერიოდშიც მან 45 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, საიდანაც 18-ჯერ გაიმარჯვა, 10-ჯერ მატჩი ფრედ დაასრულა, ხოლო 17-ჯერ დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლოსთვის "სამპდორია" მესამე კლუბია, რომლიდანაც იძულებით გამოაგდეს. ის პირველად "იუვენტუსიდან", მეორედ კი "კარაგუმრუკიდან" გაათავისუფლეს.

სხვა სტატიები