Belive

ანდრეი არშავინი: "რეალის ნებისმიერი მარცხი ჩემი სულისთვის მალამოა"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში, ქაირათი მადრიდის რეალს უმასპინძლებს. მატჩი 20:45 საათზე დაიწყება.

გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომ სპეციალურად ამ მატჩისთვის, ყაზახეთში ჩავიდა ცნობილი რუსი ფეხბურთელი - ანდრეი არშავინი, რომელიც წლების განმავლობაში სწორედ ქაირათში თამაშობდა და საფეხბურთო კარიერა ამ კლუბში დაასრულა.

მატჩის წინ, ანდრეი არშავინმა ამ დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

"აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ ჩემს ყოფილ კლუბს ვუგულშემატკივრო - მეტოქეც პრინციპულია, ის გუნდი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მძულს.

ალბათ ამ ინტერვიუს შემდეგ ბევრი გაიხსენებს ჩემს კომენტარებს, როდესაც ფეხბურთელობის დროს ვამბობდი, რომ არანაირი თანხის სანაცვლოდ რეალში არ წავიდოდი.

რეალ მადრიდის ნებისმიერი მარცხი ჩემი სულისთვის მალამოა..." - ანდრეი არშავინი

შეგახსენებთ, რომ ანდრეი არშავინი საფეხბურთო სამყაროში ზენიტიდან აღმოჩნდა, შემდეგ კი, 4 სეზონის განმავლობაში არსენალში ითამაშა, სადაც 105 მატჩში 23 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები